მდინარე ალაზნის ადიდების გამო გურჯაანი-ლაგოდეხის ​ საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია [ვიდეო]

ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთი ალაზნის ხიდთან კვლავ დატბორა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დატბორილია ვენახები და ერთწლიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურის ნათესები.

,,ისევ გადმოვიდა ალაზანი და იქ, სადაც 5 მაისს დატბორა ვენახები და ბაღები, ახლა მდინარე მიედინება. რაც მაშინ გადარჩა, ახლა ისიც გაანადგურა”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გურჯაანის მერის წარმომადგენელმა სოფელ ძირკოკში, გოგიტა ალხაზიშვილმა.

ამ წუთებში საავტომობილო გზა პარალიზებულია, გურჯაანი-ლაგოდეხის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია. ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.