სტიქიამ ყვარლის ორი სოფელი, შილდა და საბუე დააზარალა

00:59, 12.06.2020

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, შილდა და საბუე დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ შილდაში წვიმა და სეტყვა რამდენჯერმე მოვიდა.

მათივე ცნობით, სტიქიამ ერთწლიანი ნათესები, ვენახების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი.

ძლიერი ქარის შედეგად ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წაიქცა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურმა გზა მალევე გაწმინდა.

მსგავსი