მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, აბაშის სოფლებში წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება.
მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი.
ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.