მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი იმართება.
დღევანდელ სხდომაზე საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე სავარაუდოდ ბრალდებული პირებიც დაიკითხებიან.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე საქმედ გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, ხოლო ორს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.