მცხეთა-მთიანეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი გრძელდება
მცხეთა-მთიანეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

მცხეთა-მთიანეთის ახლადგახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ამცრელ პუნქტამდე სოფლებიდან მოქალაქეთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ფაიზერის“ ვაქცინით უკვე აიცრა წეროვანში მცხოვრები 30-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთა ტრანსპორტირება, ასევე, მერიამ უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის სივრცე მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათამდე, შესვენების გარეშე. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ადგილზე მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხუთი ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი, ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თერმოსკრინინგის, რეგისტრაციისა და რიგის მართვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა. ვაქცინაციის მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შეუძლიათ. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციის გარანტიაა. მათ შორის ფუნქციონირებს შოკის დარბაზი, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მცხეთა-მთიანეთში უკვე მოქმედებს სოფლის შვიდი ამცრელი ამბულატორია, უახლოეს დღეებში კი დაემატება სოფლის ოთხი ამცრელი ამბულატორია“, – აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.