მცხეთაში ხუთი წლის ბავშვს ეძებენ
მცხეთაში ხუთი წლის ბავშვს ეძებენ

მცხეთაში ხუთი წლის ბიჭს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩიდან დაიკარგა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხუთი წლის ბიჭი დაახლოებით ორი საათის წინ გაუჩინარდა.

ბავშვის სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.