დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება [ფოტო]
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ საღმრთო ლიტურგია სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ამასთან, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. კერძოდ, მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები და მოეწყო საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხეც.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.