მცხეთის ოთხი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
მცხეთის ოთხი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მცხეთის სოფლების, მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და ზუთი ჭაბურღილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა.

„პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შედეგად, ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.