მცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა
მცირეწლოვანმა გოგონამ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა

მცირეწლოვანმა გოგონამ, რომელსაც დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა.

გოგონას ოჯახის წევრებს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მათ მადლობა გადაუხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური მუშაობისთვის.

როგორც გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

გოგონა დღეს დილიდან დაიკარგა. მისი ოჯახის წვერები აცხადებდნენ, რომ ბავშვი დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა. მცირეწლოვანის სამძებრო სამუშაოებში საპატრულო პოლიცია იყო ჩართული.

მცირეწლოვანი რამდენიმე საათში იპოვეს.