პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს
პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა.

ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი უკვე მივიდა და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყავს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.