ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში, პოლიციის განყოფილების შენობაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა
ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში, პოლიციის განყოფილების შენობაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა

ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში, პოლიციის განყოფილების შენობაში ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა.

„როიტერის“ ცნობით, მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ქალაქის უსაფრთხოების დირექტორატის შენობაში ხანძრის მიზეზი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.