საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ციციშვილის საავადმყოფოს ექიმმა, ნინო უმეკაშვილმა განაცხადა, ბავშვი რჩება მართვით სუნთქვაზე.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა.
თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადავარდა.