მარკ ცუკერბერგი - ევროკავშირის ახალი კანონი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, Facebook-ის მიდგომისგან არ განსხვავდება
ევროკავშირის ახალი კანონი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, Facebook-ის მიდგომისგან არ განსხვავდება, – ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა პარიზში, ტექნოლოგიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
სოციალური ქსელის დამაარსებელი და ექსკლუზიური დირექტორი ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში იმყოფებოდა. მან მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.
მარკ ცუკერბერგს ევროპარლამენტში მისვლა Facebook-ის სკანდალში გახვევის შემდეგ თხოვეს.
საქმე ეხება ბრიტანულ კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომელმაც სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბოროტად გამოიყენა. რის გამოც ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ ბოდიში მოიხადა.