მარიუპოლის მერის მოადგილე - რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს
მარიუპოლის მერის მოადგილე - რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ მარიუპოლის მერის მოადგილეზე, სერჰი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიუპოლის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა.

ქალაქი მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ არის ალყაშემორტყმული, სადაც 300 000-მდე ადამიანი იმყოფება. ქალაქს არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია და გაზი. ამასთან, რუსი სამხედროები მარიუპოლში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ.