მარიუპოლის მერის ინფორმაციით, ქალაქში, თითქმის ყველა სახლის ნანგრევებში, 100-მდე ცხედარს პოულობენ
მარიუპოლში, თითქმის ყველა სახლის ნანგრევებში 50-დან 100-მდე ცხედარს პოულობენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ვადიმ ბოიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნანგრევებად ქცეულ სახლებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემაშფოთებელია. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე მოკლულს პოულობენ, მარიუპოლში კი 1 300 მრავალსართულიანი სახლია განადგურებული“, – აცხადებს ბოიჩენკო.
ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტებს მარიუპოლელების ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ, ამიტომ დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ექიმები შიშობენ, რომ მარიუპოლს ქოლერას ეპიდემია ემუქრება.