მარინა დათუკიშვილი - გენგეგმა მეორედ მოსვლასავით არის, მოდის და აღარ მოდის
მარინა დათუკიშვილი - გენგეგმა მეორედ მოსვლასავით არის, მოდის და აღარ მოდის

გენგეგმა მეორედ მოსვლასავით არის, მოდის და აღარ მოდის, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის გენერალური გეგმის მიღება ჭიანურდება, რაც ქაოტურ მშენებლობებს უწყობს ხელს.

“მიხარია, ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქისთვის კარგი გვინდა, რაც საქმეში დიდად არ აისახება.
ეს გენგეგმა მართლა მეორედ მოსვლასავით არის, მოდის, მოდის და აღარ მოდის, წლებია ველოდებით.
გამეხარდება თუ ისეთი ერთიანი პაკეტი შემოვა, რომლითაც იმ ადამიანების ნდობას გავამართლებთ, ვინც იმისათვის დაგვიჭირა მხარი, რომ ხალხის საკეთილდღეოდ ვიმუშაოთ. ამას გამოაჩენს 2018 წელი“,- განაცხადა დათუკიშვილმა.