მარიამ ხაჭვანმა ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა
მარიამ ხაჭვანმა ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა

რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ასტანაში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისთვის „დედე“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. კინოსურათი ფესტივალზე მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი თავად ავრცელებს.

ფილმი ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი კაცი და ჟიურის პრიზი.

ფილმის ოფიციალური ჩვენება იუნესკო-ს სათაო ოფისშიც გაიმართა, სპეციალურად იუნესკო-ს დირექტორისთვის და იუნესკო-ს ელჩებისთვის. ფილმი სხვადასხვა ფესტივალზე მოგზაურობას განაგრძობს.