მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა

13:28, 30.03.2018

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „დედე“ ამჯერად პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ფილმი მთავარი კონკურსის Tinatin Award-ზეა წარდგენილი.

ფესტივალის ჟიურის წევრი არის ცნობილი რეჟისორი Ruben ÖSTLUND, რომელმაც გასულ წელს ოქროს პალმის რტო მოიპოვა ფილმით „კვადრატი“. ასევე, ცნობილია მისი წინა ფილმი „ფორსმაჟორი“.

ფესტივალი 15-22 აპრილს გაიმართება.

მსგავსი