ნიუ იორკში 2 და 3 ნოემბერს მარიამ ხაჭვანის ფილმის ჩვენება გაიმართება
ნიუ იორკში 2 და 3 ნოემბერს მარიამ ხაჭვანის ფილმის ჩვენება გაიმართება

ნიუ იორკში 2 და 3 ნოემბერს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედე“ ჩვენებები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ cinema cornell ავრცელებს.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

ასევე, ფილმს „დედე“  აღებული აქვს Unesco-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოც.