ჰააგის რამდენიმე ქუჩა ქართული ფილმის პოსტერებით მოირთო
ჰააგის რამდენიმე ქუჩა ქართული ფილმის პოსტერებით მოირთო

ჰააგის რამდენიმე ქუჩა ქართული ფილმი „დედეს“ პოსტერებით მოირთო. ორი საპრემიერო ჩვენების შემდეგ, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა, ფილმს მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აჩვენებენ.

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ინფორმაციით, „დედეს“ 12 ნოემბერს აჩვენებენ ჩიგაკოში, 14 ნოემბერს ვაშინგტონში, 16 ნოემბერს კი, კალიფორნიასა და ლუბლიანაში.
მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

დედეს“ ასევე აღებული აქვს იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე.

დატოვე კომენტარი