მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს კინოფესტივალზე ახალ პროექტ „ნენეს“ წარადგენს

14:35, 23.07.2018

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს კინოფესტივალზე ახალ პროექტ „ნენეს“ წარადგენს.

ლოკარნოს კინოფესტივალის ფარგლებში, Locarno Filmmakers Academy-მ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან 19 ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მიიწვია.

ACADEMY SCREENINGS-ი მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დონოლა“ ჩვენებას 3 აგვისტოს უმასპინძლებს.

 

მსგავსი