მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს კინოფესტივალზე ახალ პროექტ „ნენეს“ წარადგენს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ლოკარნოს კინოფესტივალზე ახალ პროექტ „ნენეს“ წარადგენს.
ლოკარნოს კინოფესტივალის ფარგლებში, Locarno Filmmakers Academy-მ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან 19 ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მიიწვია.
ACADEMY SCREENINGS-ი მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დონოლა“ ჩვენებას 3 აგვისტოს უმასპინძლებს.