მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ ლუბლიანას საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში იღებს მონაწილეობას
მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ ლუბლიანას საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში იღებს მონაწილეობას

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ ამჯერად ლუბლიანას საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში იღებს მონაწილეობას. „დედეს“ ჩვენება 16 ნოემბერსაა ჩანიშნული და მას მსახიობები ნათია ვიბლიანი და სოფო ჩარკვიანი დაესწრებიან. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე“ ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

„დედეს“ ასევე აქვს აღებული იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაზე.