მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საქართველოს კინოთეატრებში თებერვალში გამოჩნდება
მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საქართველოს კინოთეატრებში თებერვალში გამოჩნდება

არაერთი საერთაშორისო აღიარების მქონე ფილმი „დედე“ საქართველოს კინოთეატრებში თებერვალში გამოჩნდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ფილმის რეჟისორი ადასტურებს. მანამდე კი მარიამ ხაჭვანის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს 16 ნოემბრიდან საბერძნეთის კინოთეატრებში აჩვენებენ.

სვანურ დიალექტზე გადაღებული მხატვრული ფილმი „დედე“ წარდგენილია აზიის ოსკარზე (ავსტრალია), კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა.

რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში, ტოფიფესტის კინოფესტივალზე მარიამ ხაჭვანს ვერცხლის ანგელოზი გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის „დედე“. გალა დაჯილდოებას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

იმავე საღამოს, საფრანგეთში, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს მაყურებლის პრიზი გადაეცა.