მარგოტ ვალსტრომი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ემყარება საერთო ღირებულებებს, ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმებს სოციალური თანასწორობის მიმართულებით
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვამსტრომი ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
„ახლახანს ჩამოვფრინდი საქართველოში, ულამაზეს ბათუმში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
ჩემი მთავარი გზავნილია – „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ემყარება საერთო ღირებულებებს და ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმებს სოციალური თანასწორობის მიმართულებით, მოქალაქეთა მონაწილეობით”, – აცხადებს ვალსტრომი.
ბათუმში 11-12 ივლისს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გაიმართება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.