ოლივერ ვარჰეი - ევროპა მოწყვლადია, როდესაც საქმე ეხება ენერგორესურსებით მომარაგებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი შეამცირებს რეგიონის დაუცველობას​
ოლივერ ვარჰეი - ევროპა მოწყვლადია, როდესაც საქმე ეხება ენერგორესურსებით მომარაგებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი შეამცირებს რეგიონის დაუცველობას​

ევროპა მოწყვლადია, როდესაც საქმე ეხება ენერგორესურსებით მომარაგებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი შეამცირებს რეგიონის დაუცველობას, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტის დაფინანსების თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

ვარჰეის განცხადებით, ელექტროენერგიის კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, არამედ სამხრეთ სამეზობლოსთვისაც.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ კრიზისები წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს და გვინდა, ეს ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ელექტროენერგიის კაბელის პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის. ეს გეგმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, არამედ სამხრეთით ჩვენი სამეზობლოსთვისაც. ევროპა მოწყვლადია, როდესაც საქმე ეხება ენერგორესურსებით მომარაგებას და ამ დროს სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლია მწვანე ენერგიის ევროპისთვის მიწოდება. ეს შეამცირებს ჩვენს დაუცველობას. ამ პროექტით ვამცირებთ რეგიონის დაუცველობას, რადგან ვაკავშირებთ მთავარ ინფრასტრუქტურას. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს დავეხმაროთ. ეკონომიკური და საინვესტიციო 17-მილიარდიანი გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია დაკავშირებადობა. ჩვენ გვინდა შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდა და არა მხოლოდ ენერგორესურსებთან მიმართებაში, არამედ ვგულისხმობთ ინტერნეტსაც, ტრანსპორტსაც. გვჭირდება ახალი ინვესტიციები, ახალი მარშრუტები და ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებსა და ევროკავშირს“, – განაცხადა ვარჰეიმ.