ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს
ოლივერ ვარჰეი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

ვარჰეის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.