ოლივერ ვარჰეი - სამ პარტნიორ ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა, ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური პრიორიტეტია
ოლივერ ვარჰეი - სამ პარტნიორ ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა, ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური პრიორიტეტია

ექვსი პარტნიორიდან სამ ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა, ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური პრიორიტეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრამა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პოლიტიკური ჩარჩო, სადაც გვაქვს კავშირები რეგიონთან და ვაშენებთ პარტნიორობას. ეს მოიცავს ფინანსურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. ექვსი პარტნიორიდან სამ ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა. ამ მისწრაფებას პოზიტიურად უპასუხა ევროკავშირმა. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, გაფართოება ითვალისწინებს უფრო მაღალი დონის თანამშრომლობას და თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს.

ვახორციელებთ ინვესტიციებს სექტორულ თანამშრომლობაში მათთან, ვინც დაინტერესებულია. სწორად გვაქვს დასახული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები დაუცველობას შეამცირებს. ეს ეხება ეკონომიკას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უფრო გამძლე ეკონომიკის მშენებლობას, საზოგადოებას. ეს მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანებასაც და, ჩემი აზრით, უფრო სწრაფადაც. აღმოსავლეთ პარტნიორობა და ყველა ინსტრუმენტი, რაც ამ ინიციატივის ფარგლებში გვაქვს, დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ვარჰეიმ.