ჯოზეფ ბორელი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შეხვედრაზე განვიხილეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყოს უფრო მოქნილი
ჯოზეფ ბორელი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შეხვედრაზე განვიხილეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყოს უფრო მოქნილი

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ერთობლივი მედეგობის გაუმჯობესებისთვის და იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყოს უფრო მოქნილი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

„ჩვენ გვქონდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ყოველწლიური შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ასევე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ერთობლივი მედეგობის გაუმჯობესებისთვის და იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყოს უფრო მოქნილი და გახდეს უფრო მეტად სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი პარტნიორების განსხვავებულ საჭიროებებზე რეაგირება, ამ პარტნიორებს შორის კი არის როგორც ბელარუსი, ასევე უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – სამი ქვეყანა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს შემთხვევაში, ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ბორელმა.