არჩილ თალაკვაძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ისტორიული პროცესია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას
არჩილ თალაკვაძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ისტორიული პროცესია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროცესიც კი არის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას და ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.

თალაკვაძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მუშაობენ, ეს არის ენერგოუსაფრთხოება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებებს გააკეთებს.

„პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო საზოგადოებაში, ევროპულ ოჯახში და ევროპამ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ ოჯახში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დღეს მუშაობენ, არის ენერგოუსაფრთხოება. უახლოეს მომავალში თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებს. თავისი არსით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული პროცესიც კი არის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.