მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
ეს გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის დროს მიიღო.
განცხადება ამის თაობაზე დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დღეს შეხვდნენ. მათი განცხადებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.