მამუკა კაციტაძე - „ახალი მემარჯვენეები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერენ
მამუკა კაციტაძე - „ახალი მემარჯვენეები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გიორგი მარგველაშვილს დაუჭერენ

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერენ მხარს.

გიორგი მარგველაშვილის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, პარტია მის მხარდაჭერას გეგმავს – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

„ ვფიქრობთ, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, გამოცდილება, უნარები და შესაფერისი ჩვევები. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საუკეთესოა გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ თვითონ არ უნდა და მას სხვა ხედვები აქვს, მისი ნებაა. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკურ და სამოქალქო სპექტრს“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.