ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ

„ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი ამბობს: „ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“.

„საელჩოებში რომ მივდივარ, იქ ჭკუას არავინ მარიგებდა, ან გაცნობა უნდათ, ან რაღაც აზრებს ვცვლით. ვინმე რომ დაჯდეს და დირექტივები მოგვცეს, ასეთი გამოცდილება არ მაქვს. ვის რა ჭკუას არიგებენ, არ ვიცი. „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც. ამათ ეს საზიზღრობა არ უნდა გავატანინოთ, მარგველაშვილი არ მაინტერესებს. საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ. წინააღმდეგობას მაქსიმალურად გავუწევ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.