გურამ მაჭარაშვილი - მარგველაშვილს წამოსცდება ხოლმე ის, რასაც რადიკალურ ოპოზიციაში ამბობენ
გურამ მაჭარაშვილი - მარგველაშვილს წამოსცდება ხოლმე ის, რასაც რადიკალურ ოპოზიციაში ამბობენ

მარგველაშვილს წამოსცდება ხოლმე ის, რასაც რადიკალურ ოპოზიციაში ამბობენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე: „ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, გამჭირვალობის კანონი ზუსტად მარგველაშვილის ამ განაცხადის გამო უნდა მიიღონ, რათა იცოდნენ ადამიანებმა, სად იხარჯება შავი ფული.

„რა თქმა უნდა, რადიკალიზმს რომ აფინანსებს შავი ფული, რევოლუციურ სცენარს და „მოლოტოვის კოქტეილებს“, ვამბობთ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ არ იცოდეს საზოგადოებამ, უცხოური ძალები რას აფინანსებენ საქართველოში. ამიტომ მარგველაშვილის ზუსტად ამ განაცხადის, მტკიცებულებების გამო უნდა მივიღოთ გამჭირვალობის კანონი, რათა იცოდნენ ადამიანებმა, გარდა მარგველაშვილის აღიარებისა, სად იხარჯება ეს შავი ფული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.