ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია. ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.