საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობას“ დაესწრო და აჭარის მაღალმთიანეთის მკვიდრებს დღესასწაული მიულოცა.
მამუკა ბახტაძე ბეშუმში დღესასწაულის მთავარ კონცერტს და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო. ამასთან, პრემიერმა დოღში გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
ბეშუმში პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მთიანი აჭარის გაზიფიკაციის მეორე ეტაპზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ასევე ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის განხორციელების ტემპებიც მისი თქმით, დაჩქარდება. ასევე ისაუბრა კურორტ ბეშუმის განაშენიანების გეგმაზეც, რომელიც მას ოთხსეზონიან კურორტად აქცევს.
სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მთიანი აჭარის ათეულობით საზაფხულო იალაღზე აღინიშნება.