მამუკა ბახტაძე ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრო
მამუკა ბახტაძე ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ „​შუამთობას“ დაესწრო და აჭარის მაღალმთიანეთის მკვიდრებს დღესასწაული მიულოცა.

მამუკა ბახტაძე ბეშუმში დღესასწაულის მთავარ კონცერტს და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო. ამასთან, პრემიერმა დოღში გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

ბეშუმში პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მთიანი აჭარის გაზიფიკაციის მეორე ეტაპზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ასევე ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის განხორციელების ტემპებიც მისი თქმით, დაჩქარდება. ასევე ისაუბრა კურორტ ბეშუმის განაშენიანების გეგმაზეც, რომელიც მას ოთხსეზონიან კურორტად აქცევს.

სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მთიანი აჭარის ათეულობით საზაფხულო იალაღზე აღინიშნება.