მაკა ჩიჩუა - ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდზე არ ვიყავი, მადლობა ასეთი მუხტისთვის
მაკა ჩიჩუა - ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდზე არ ვიყავი, მადლობა ასეთი მუხტისთვის

იმ სისხლიან ღამეს მინდოდა, მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე გელაპარაკებით თქვენ როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე.

მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და სისხლიანი ღამეები, როგორიც გვახსოვს. ორი დღის წინ არ უნდა მომხდარიყო ასეთი რაღაც, რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რათა ახალი რეალობა შეგვექმნა იმ ახალი თაობისთვის, რომელმაც კიდევ უნდა გაზარდონ ჩვენი შვილიშვილები, მათი შვილები და საქართველო უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი, პროგრესული, რაც შეიძლება ძლიერი და რაც მთავარია გაერთიანებული.

ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდზე არ ვიყავი. მადლობა, რომ ასეთი მუხტი მომეცით“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.