გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ემანუელ მაკრონმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისეის სასახლეში მიიღო
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ემანუელ მაკრონმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისეის სასახლეში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო მიღებაში, რომლითაც ემენულ მაკრონმა უმაღლესი რანგის სტუმრებისათვის მისასალმებელი ცერემონია გამართა, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შევედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.