ზვიად კუპრავა - პოლიტიკოსებო ზაზა სარალიძემ  კურთხევა მოგცათ, იმოქმედეთ
ზვიად კუპრავა - პოლიტიკოსებო ზაზა სარალიძემ  კურთხევა მოგცათ, იმოქმედეთ

პოლიტიკოსებო კურთხევა მოგცათ ზაზა სარალიძემ იმოქმედეთ, შეუმსუბუქეთ ეს ენერგია, რომელსაც ხარჯავს ეს ადამიანი, დაეხმარეთ მიზნის მიღწევაში, – ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

„ყველა დამნაშავე ციხეში. პოლიტიკოსებო კურთხევა მოგცათ ზაზა სარალიძემ იმოქმედეთ, შეუმსუბუქეთ ეს ენერგია, რომელსაც ხარჯავს ეს ადამიანი, დაეხმარეთ მიზნის მიღწევაში, შეუმსუბუქეთ შრომა. მასთან ერთად იბრძოლეთ, რათა ამ კაცმა მიაღწიოს საბოლოოდ თავის მიზანს, აღადგინოს სამართლიანობა, რა ქნას მეტი ადამიანმა, ერთი კვირაა ღამე არ უძინია, ერთი კვირაა სკამზე არ დამჯდარა, ნორმალურად არ უჭამია ადამიანია ესეც ბოლოს და ბოლოს რობოტი ხომ არ არის, დაეხმარეთ, კურთხევა მოგცათ უკვე დაეხმარეთ”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.