მაიკლ ოუენი სადებიუტო დოღში მეორე ადგილზე გავიდა
მაიკლ ოუენი სადებიუტო დოღში მეორე ადგილზე გავიდა

2001 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელს მაიკლ ოუენს ჟოკეის ამპლუაში დებიუტი ჰქონდა, – იტყობინება BBC.

ასკოტში გამართულ თავის სადებიუტო დოღში ინგლისელმა მეორე ადგილი დაიკავა. იმისთვის, რომ ჟოკეის კარიერა დაეწყო, 37 წლის ოუენმა ექვსი კილოგრამი დაიკლო.

მაიკლ ოუენმა საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა და მას შემდეგ სახელი გაითქვა ცხენების მოშენებით და ამ სფეროში წარმატებული ბიზნესმენი გახდა. ის ჩეშირის საგრაფოში რამდენიმე საჯინიბოს მფლობელია.