ჰარი კეინი პრემიერლიგის ბომბარდირთა ტოპ10-ში შევიდა
ჰარი კეინი პრემიერლიგის ბომბარდირთა ტოპ10-ში შევიდა

კვირას, ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „ბრაიტონი“. ორიდან ერთი გოლი ლონდონელთა რიგებში ჰარი კეინმა გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელი ლიგაში გოლების რაოდენობით ლეს ფერდინანდს გაუთანაბრდა და 149 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირებში მე-10 ადგილზე გადავიდა.

აღვნიშნავთ, რომ პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მხოლოდ ორი მოქმედი მოთამაშეა – კეინი და სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან“.

  1. ალან შირერი – 260 გოლი
  2. უეინ რუნი – 208
  3. ენდი კოული – 187
  4. სერხიო აგუერო – 180
  5. ფრენკ ლემპარდი – 177
  6. ტიერი ანრი – 175
  7. რობი ფაულერი – 163
  8. ჯერმეინ დეფო – 162
  9. მაიკლ ოუენი – 150
  10. ჰარი კეინი – 149
  11. ლეს ფერდინანდი – 149
დატოვე კომენტარი