კვირას, ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „ბრაიტონი“. ორიდან ერთი გოლი ლონდონელთა რიგებში ჰარი კეინმა გაიტანა. 27 წლის ფეხბურთელი ლიგაში გოლების რაოდენობით ლეს ფერდინანდს გაუთანაბრდა და 149 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირებში მე-10 ადგილზე გადავიდა.
აღვნიშნავთ, რომ პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მხოლოდ ორი მოქმედი მოთამაშეა – კეინი და სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტიდან“.
- ალან შირერი – 260 გოლი
- უეინ რუნი – 208
- ენდი კოული – 187
- სერხიო აგუერო – 180
- ფრენკ ლემპარდი – 177
- ტიერი ანრი – 175
- რობი ფაულერი – 163
- ჯერმეინ დეფო – 162
- მაიკლ ოუენი – 150
- ჰარი კეინი – 149
- ლეს ფერდინანდი – 149