მარადონას ხელით გატანილი გოლი მესამე ადგილზეა - ისტორიაში მსაჯების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების რეიტინგი #1TVSPORT
ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა ფეხბურთის ისტორიაში მსაჯების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების რეიტინგი შეადგინა:
- სამი ყვითელი ბარათი ხორვატ იოსიპ შიმუნიჩს გრემ პოლისგან მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიისა და ავსტრალიის მატჩში (2:2).
- აფრიკის თასზე ტუნისისა და მალის ნაკრებების მატჩში ზამბიელმა არბიტრმა ჯენი სიკავზემ საფინალო სასტვენი ჯერ 85-ე წუთზე მისცა, შემდეგ 90-ე წუთზე.
- ტუნისელმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა ჩათვალა დიეგო მარადონას ხელით გატანილი გოლი მსოფლიოს 1986 წლის მეოთხედფინალში არგენტინისა და ინგლისის მატჩში.
- მარტინ ჰანსონმა ტიერი ანრის ხელით პასის შემდეგ გოლი ჩაუთვალა საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფში ირლანდიის წინააღმდეგ.
- ჩარლზ კორვერი, რომელმაც არ გააძევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მეკარე ჰარალდ შუმახერი ფრანგი პატრიკ ბატისტონის წინააღმდეგ უხეშობისთვის მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში.
- ტომ-ჰენინგ ევრებეს მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ ნახევარფინალში.
- ბრაზილიაში ნახევრად პროფესიული ლიგის მსაჯმა ჩათვალა ბოლბოის მიერ გატანილი გოლი „სანტაკრუზენსესა“ და „ატლეტიკო სოროკაბას“ შეხვედრაში.
- თურქმა მსაჯმა აჰმეთ აქჩაიმ ჩათვალა თავისი გოლი (მისგან რიკოშეტით) „ბეშიქთაშის“ კარში „ანკარაგიუჯუსთან“ მატჩში 1986 წელს.
- მარკ კლატენბურგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის ნანის გოლი ჩათვალა „ტოტენჰემის“ კარში მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი საჯარიმოში დაეცა, ბურთი ხელში აიღო და პენალტის ითხოვდა.
- ეკვადორელი ბაირონ მორენოს მსაჯობა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე იტალიისა და სამხრეთ კორეის მატჩში.
დავამატებთ, რომ მე-17 ადგილზე გავიდა ფრენკ ლემპარდის არჩათვლილი გოლი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის მატჩში. 21-ე ადგილზეა მსოფლიოს 1966 წლის ფინალში ინგლისის ნაკრების ფორვარდის ჯეფ ჰერსტის გოლი დასავლეთ გერმანიის კარში.