მარადონას ხელით გატანილი გოლი მესამე ადგილზეა - ისტორიაში მსაჯების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების რეიტინგი #1TVSPORT
მარადონას ხელით გატანილი გოლი მესამე ადგილზეა - ისტორიაში მსაჯების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების რეიტინგი #1TVSPORT

ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა ფეხბურთის ისტორიაში მსაჯების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებების რეიტინგი შეადგინა:

  1. სამი ყვითელი ბარათი ხორვატ იოსიპ შიმუნიჩს გრემ პოლისგან მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიისა და ავსტრალიის მატჩში (2:2).
  2. აფრიკის თასზე ტუნისისა და მალის ნაკრებების მატჩში ზამბიელმა არბიტრმა ჯენი სიკავზემ საფინალო სასტვენი ჯერ 85-ე წუთზე მისცა, შემდეგ 90-ე წუთზე.
  3. ტუნისელმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა ჩათვალა დიეგო მარადონას ხელით გატანილი გოლი მსოფლიოს 1986 წლის მეოთხედფინალში არგენტინისა და ინგლისის მატჩში.
  4. მარტინ ჰანსონმა ტიერი ანრის ხელით პასის შემდეგ გოლი ჩაუთვალა საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეიოფში ირლანდიის წინააღმდეგ.
  5. ჩარლზ კორვერი, რომელმაც არ გააძევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მეკარე ჰარალდ შუმახერი ფრანგი პატრიკ ბატისტონის წინააღმდეგ უხეშობისთვის მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში.
  6. ტომ-ჰენინგ ევრებეს მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ ნახევარფინალში.
  7. ბრაზილიაში ნახევრად პროფესიული ლიგის მსაჯმა ჩათვალა ბოლბოის მიერ გატანილი გოლი „სანტაკრუზენსესა“ და „ატლეტიკო სოროკაბას“ შეხვედრაში.
  8. თურქმა მსაჯმა აჰმეთ აქჩაიმ ჩათვალა თავისი გოლი (მისგან რიკოშეტით) „ბეშიქთაშის“ კარში „ანკარაგიუჯუსთან“ მატჩში 1986 წელს.
  9. მარკ კლატენბურგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის ნანის გოლი ჩათვალა „ტოტენჰემის“ კარში მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი საჯარიმოში დაეცა, ბურთი ხელში აიღო და პენალტის ითხოვდა.
  10. ეკვადორელი ბაირონ მორენოს მსაჯობა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე იტალიისა და სამხრეთ კორეის მატჩში.

დავამატებთ, რომ მე-17 ადგილზე გავიდა ფრენკ ლემპარდის არჩათვლილი გოლი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის მატჩში. 21-ე ადგილზეა მსოფლიოს 1966 წლის ფინალში ინგლისის ნაკრების ფორვარდის ჯეფ ჰერსტის გოლი დასავლეთ გერმანიის კარში.