მაიკლ ოუენი - ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი „ლივერპულია“ #1TVSPORT
მაიკლ ოუენი - ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი „ლივერპულია“ #1TVSPORT

„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი კლუბის შანსებზე ისაუბრა. ოუენი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ფავორიტები სწორედ მერსისაიდელები არიან.

„ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი „ლივერპულია“. მთავარ მეტოქეებად კი „ჩელსი“ და „სიტი“ მიმაჩნია, – ციტირებს უენის სიტყვებს  DailyMail. – არ უნდა დავივიწყო „ენფილდის“ ფაქტორიც. „ლივერპული“ და „ენფილდი“ ერთად – დაუმარცხებელია“.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში „ლივერპული“ „პორტოს“ უმასპინძლებს.

„ლივერპული“ B ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. კლოპის შეგირდები 12 ქულით პირველ ადგილზე არიან, უახლოეს მდევარს, „პორტოს“ შვიდი ქულით უსწრებენ და ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალის საგზური გარანტირებული აქვთ.