1978 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე „ოქროს ბურთის“ მფლობელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT
1978 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე „ოქროს ბურთის“ მფლობელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1978 წლის შემდეგ, როცა მსოფლიო პირველობაზე არ იქნება „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი, – წერს ვებრესურსი Squawka.

1977 წელს „ოქროს ბურთი“ დანიელმა ალან სიმონსენმა მოიგო, რომელიც გერმანულ „გლადბახში“ თამაშობდა. დანიის ნაკრებმა მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის ოთხგუნდიან შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა პოლონეთისა და პორტუგალიის შემდეგ და არგენტინაში სათამაშოდ ვერ გაემგზავრა.

ამის შემდეგ, ზედიზედ 10-ჯერ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე: კარლ-ჰაინც რუმენიგე (1982), მიშელ პლატინი (1986), მარკო ვან ბასტენი (1990), რობერტო ბაჯო (1994), რონალდო (1998), მაიკლ ოუენი (2002), რონალდინიო (2006), ლიონელ მესი (2010) და ორჯერ კრიშტიანო რონალდო (2014, 2018).