პორტუგალია-შვეიცარია - მაიკლ ოუენის პროგნოზი ერთა ლიგის ნახევარფინალზე
პორტუგალია-შვეიცარია - მაიკლ ოუენის პროგნოზი ერთა ლიგის ნახევარფინალზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მაიკლ ოუენმა პროგნოზი გააკეთა ერთა ლიგის ფინალური ტურნირის პირველ ნახევარფინალზე, რომელშიც პორტუგალია და შვეიცარია შეხვდებიან ერთმანეთს.

„პორტუგალიის ნაკრები 12 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება საკუთარ მოედანზე. მაგრამ მგონია, რომ ფინალში გასასვლელად პორტუგალიელებს შესაძლოა დამატებითი დრო ან სულაც პენალტების სერია დასჭირდეთ. ოთხი მატჩი გავიდა, რაც კრიშტიანუ რონალდუს ნაკრებში გოლი არ გაუტანია. ბოლოს ასეთი სერია მას 2012 წელს ჰქონდა, როცა ხუთი მატჩი ჩაატარა უგოლოდ. შვეიცარია ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. შეგახსენებთ, რომ მან ერთა ლიგის ჯგუფში ბელგიას აჯობა. პორტუგალიამ ვერ მოგვხიბლა ევრო 2020-ის შესარჩევში უკრაინისა და სერბეთის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ისინი ვერც ახლა შეძლებენ მოგებას. ჩემი პროგნოზია ფრე ძირითად დროში“, – დაწერა Betvictor-ზე საკუთარ ბლოგში ოუენმა.

პორტგალიისა და შვეიცარიის ნახევარფინალი ოთხშაბათს, პორტუში „დრაგაუს“ სტადიონზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრია გერმანელი ფელიქს ბრიხი.