საფრანგეთის ნაკრები ტიტულს ვერ შეინარჩუნებს - „ოქროს ბურთის“ არც ერთ მოქმედ მფლობელს არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრები ტიტულს ვერ შეინარჩუნებს - „ოქროს ბურთის“ არც ერთ მოქმედ მფლობელს არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი #1TVSPORT

„რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. თუმცა, ეს მაშინვე ცუდი ნიშანი გახდა საფრანგეთის ნაკრებისთვის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის წინ. საქმე ისაა, რომ ისტორია არ არის ბენზემასა და მისი ეროვნული გუნდის მხარეს, რადგან „ოქროს ბურთის“ არც მოქმედ მფლობელს არ მოუგია მსოფლიოს შემდეგი ჩემპიონატი.

„უიღბლოთა“ ამ სიაში შედიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები: ალფრედო დი სტეფანო, ეუსებიო, იოჰან კრუიფი, რობერტო ბაჯო, რონალდო, რონალდინიო, მაიკლ ოუენი და ლიონელ მესი. უნდა აღინიშნოს, რომ კრუიფმა, ბაჯომ და რონალდომ ფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ წააგეს.