ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ჩინეთი ადამიანის უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა. მაიკ პენსმა ამის მაგალითად ჰონგ კონგში არსებული მოვლენები მოიყვანა, სადაც უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბური დემონსტრაციები არ წყდება.
„ჰონგ კონგი ცოცხალი მაგალითია, იმისა თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩინეთი თავისუფლებაში ეხვევა. და მაინც ბოლო რამდენიმე წლის განმვლობაში პეკინმა ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევა გაზარდა და ჩართულია იმ მოქმედებებში, რომლებიც ლახავს ადამიანის უფლებებს, ასევე ჰონგ კონგელების თავისუფლებას, რისი გარანტიაც მათ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე მიიღეს“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჰონგ კონგელი დემონსტრანტების გვერდით დგას. ამერიკელმა პოლიტიკოსმა აქტივისტებს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციების გზა განაგრძონ.